მე-5 დღე
ეს დღეც შრომატევადი იყო. თანდათან ვავსებთ პროექტის გეგმას. ვიმუშავეთ შეფასების ფორმებზე. აღვწერეთ პროექტის დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროს დაგეგმილი აქტივობების მიზნები და მნიშვნელობა. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვით მუშაობა,-სახელმძღვანელოში ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და ინტერნეში მოძიებული მასალის მისამართი გადავიტანეთ URL-ზე. შემდეგ ეს დოკუმენტი შევინახეთ D დისკზე. ბლოგზე ავტვირთეთ ვიდეო, დავუმატეთ ჩანართები, რაც ძალიან მომწონს. მინდა, ყველა მათგანი შესაბამისად შევავსო. მინდა, დამოუკიდებლადაც გამომივიდეს ყველაფერი.
ნამდვილად, შრომატევადი იყო ეს დღე!
ReplyDelete