დღე მე-3
გარეთ ძალიან ყინავს, მაგრამ სამუშაო ოთახში გვხვდება საოცრად თბილი და ტკბილი ნათია, შესვენებაზე გველოდება ცხელი ჩაი და ყავა, რა თქმა უნდა, სამუშაო განწყობაც უკეთესია. ვმუშაობთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. დავიწყეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ჩამოქაჩვით და დამატებითი რესურსების დიდი ნაწილიც გავიცანით... დრო შეუმჩნევლად გადის... მოგვეწონა ელექტრონული ფოსტით დოკუმენტების გაზიარება... ასეთ დროს ყველა კმაყოფილია. მეც მეზარება ,,ყინვის გავლით" სახლში დაბრუნება.
კარგი ტექსტი გიწერია ნანაკო, ფრიად მოხიბლული ვარ!
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteისეთი მუშა ჯგუფი შედგა, ჩემო ნანა, (უკვე ჩემო ნანა-არ გეწყინოთ ასეთი გაშინაურებული მიმართვა, ისეთი საყვარელი და სათნო ადამიანი ჩანხართ, რომ თავისთავად წამოვიდა ეს სიტყვები)რომ ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს.
ReplyDeleteდიდი მადლობა (ირმა), ნუგეშა. რატომ უნდა მეწყინოს, პირიქით, მასიამოვნე, ჩემო კარგო.
ReplyDelete