პროექტის სახელწოდება: ალექსანდრე
ყაზბეგი.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ალექსანდრე
ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეთა
ინტერესი სასკოლო პროგრამაში მხოლოდ ერთი ნაწარმოებით წარმოდგენილი ავტორის მიმართ.
პროექტის მიზნები: ალექსანდრე
ყაზბეგის, როგორც ადამიანისა და შემოქმედის
უკეთ გაცნობა, პრეზენტაციის უნარის განვითარება, ესეების წერის უნარის გაუმჯობესება,
თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განმტკიცება, ისტ-ის საძიებო სისტემებში მუშაობის უნარ-ჩვევების
დახვეწა.
მონაწილეთა ასაკი: 16-17
წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მიიღებენ ვრცელ ინფორმაციას
ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ; შექმნიან ესეებს; ნახავენ ფილმებს, რომლებიც გადაღებულია
მწერლის ნაწარმოებების მიხედვით; უფრო მეტად დაუახლოვდებიან და შეიყვარებენ ქართულ
კულტურას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლიტერატურა-ეთერ
ავსაჯანიშვილი, ,,ცხოვრება ალექსანდრე ყაზბეგისა“, ,,განათლება“-თბილისი, 1988; ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები დაიყოფიან მცირე ჯგუფებად, გაინაწილებენ
დავალებებს.
ერთი ჯგუფი იმუშავებს მწერლის ბიოგრაფიაზე,- გაეცნობიან ეთერ ავსაჯანიშვილის წიგნს
,,ცხოვრება ალექსანდრე ყაზბეგისა“ და მოამზადებენ თემას ზეპირი გამოსვლისთვის;
მეორე ჯგუფი
მოამზადებს ესეებს ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებების
შესახებ,-მიმოიხილავენ მწერლის მოთხრობებს მოკლე შინაარსობრივი და თემატური კუთხით;
მესამე ჯგუფი
გამოიკვლევს მწერლის სამსახიობო მოღვაწეობას ბიოგრაფიაზე დაყრდნობით;
მეოთხე-მოამზადებს პრეზენტაციას PowerPoint-ში, სადაც წარმოდგენილი
იქნება ნაწყვეტები მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან და ყაზბეგში,
მწერლის სახლ-მუზეუმში გადაღებული სურათები;
ერთ-ერთი აქტივობა: მთელი კლასი მოაწყობს
ექსკურსიას ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში, სადაც შეაგროვებენ საპრეზენტაციო მასალებს.
ბოლო აქტივობა-პროექტის
პრეზენტაცია: ჯგუფები გაამთლიანებენ
მოძიებულ ინფორმაციას და წარადგენენ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა-ხელოვნება. გაიღრმავებენ
ცოდნას ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნების სხვა (კინო, თეატრი) დარგებში.
პროექტის ხელმძღვანელი:
ხაშურის მუნიციპალიტეტის დიმიტრი ყიფიანის
სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა
გელაშვილი.
No comments:
Post a Comment