Saturday, March 9, 2013

პროექტი-ალექსანდრე ყაზბეგი


პროექტის სახელწოდება: ალექსანდრე ყაზბეგი.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეთა ინტერესი სასკოლო პროგრამაში მხოლოდ ერთი ნაწარმოებით წარმოდგენილი ავტორის მიმართ.
პროექტის მიზნები: ალექსანდრე ყაზბეგის, როგორც ადამიანისა და  შემოქმედის უკეთ გაცნობა, პრეზენტაციის უნარის განვითარება, ესეების წერის უნარის გაუმჯობესება, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განმტკიცება, ისტ-ის საძიებო სისტემებში მუშაობის უნარ-ჩვევების დახვეწა.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მიიღებენ ვრცელ ინფორმაციას ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ; შექმნიან ესეებს; ნახავენ ფილმებს, რომლებიც გადაღებულია მწერლის ნაწარმოებების მიხედვით; უფრო მეტად დაუახლოვდებიან და შეიყვარებენ ქართულ კულტურას.
პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსები: ლიტერატურა-ეთერ ავსაჯანიშვილი, ,,ცხოვრება ალექსანდრე ყაზბეგისა“, ,,განათლება“-თბილისი, 1988; ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან მცირე ჯგუფებად, გაინაწილებენ დავალებებს.
 ერთი ჯგუფი იმუშავებს მწერლის  ბიოგრაფიაზე,- გაეცნობიან ეთერ ავსაჯანიშვილის წიგნს ,,ცხოვრება ალექსანდრე ყაზბეგისა“ და მოამზადებენ თემას ზეპირი გამოსვლისთვის;
  მეორე ჯგუფი მოამზადებს ესეებს  ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებების შესახებ,-მიმოიხილავენ მწერლის მოთხრობებს მოკლე შინაარსობრივი და თემატური კუთხით;
მესამე ჯგუფი გამოიკვლევს მწერლის სამსახიობო მოღვაწეობას ბიოგრაფიაზე დაყრდნობით;
 მეოთხე-მოამზადებს პრეზენტაციას PowerPoint-ში, სადაც წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან და ყაზბეგში, მწერლის სახლ-მუზეუმში გადაღებული სურათები;
 ერთ-ერთი აქტივობა: მთელი კლასი მოაწყობს ექსკურსიას ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში, სადაც შეაგროვებენ საპრეზენტაციო მასალებს.
ბოლო აქტივობა-პროექტის პრეზენტაცია:  ჯგუფები გაამთლიანებენ მოძიებულ ინფორმაციას და წარადგენენ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა-ხელოვნება. გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნების სხვა (კინო, თეატრი)  დარგებში.
პროექტის ხელმძღვანელი: ხაშურის მუნიციპალიტეტის  დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა გელაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nana.gelashvili555@gmail.com