ჩემი პორტფოლიო
ნანა გელაშვილის ბლოგი
Monday, July 8, 2019
Sunday, September 20, 2015
Sunday, February 23, 2014
მე-9 დღე
დღეს დამთავრდა ჩვენი ტრენინგი. სევდანარევი იყო ბოლო შეხვედრა, - ტკბილი, თბილი და მაინც რაღაცნაირად სევდიანი. არავის გვინდოდა წამოსვლა... პრეზენტაციები საინტერესო გამოვიდა. ერთმანეთს ვამხნევებდით. ნათიაც კმაყოფილი ჩანდა... ირმას გამო ვინერვიულე, - ცუდად იყო. მაინც ყველაფერი კარგად გამოუვიდა.
ჩვენს ნათიას და ჩემი ჯგუფის წევრებს ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს ყველა და მომენატრებიან.
ჩვენს ნათიას და ჩემი ჯგუფის წევრებს ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს ყველა და მომენატრებიან.
Saturday, February 22, 2014
მე-8 დღე
მე-8 ტრენინგდღეს საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ ჩვენი პროექტები, როგორც იქნა, ,,სახლში მიგვაქვს". დიახ, სახლში-ისინი ბლოგებზე გადავიტანეთ.იქამდე მოსწავლეთა ფასილიტაციის დოკუმენტი გავაკეთეთ.ბლოგზე ჩანართები დავამატეთ,-გავალამაზეთ ისინი. ხვალ პრეზენტაცია გვექნება და ამით დავამთავრებთ.
Sunday, February 16, 2014
მე-7 დღე
დღესაც ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, გადავხედეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, შევქმენით დოკუმენტი მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით. სიტუაციური ამოცანაც განვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავფიქრდით ჩვენი პატარების ინტერესებსა და საჭიროებებზე. სამუშაო ბევრი გვაქვს, მაგრამ ტრენინგი რომ დასასრულს უახლოვდება, გული მწყდება...
Saturday, February 15, 2014
მე-6 დღე
მეექვსე სამუშაო დღე შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა. ეტყობა, მივეჩვიე... ძალიან მომეწონა word-ში კომენტარების გაკეთება,-მომინდა ამ გზით მოსწავლეთა ნაშრომების გასწორება. გავეცანით viewer-ში შეფასებებს, პროექტის გეგმაში აღვწერეთ სასწავლო პროცედურები. intel-ის შემოთავაზებები საქმეს აადვილებს.
Subscribe to:
Comments (Atom)